უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთს დღეიდან ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა

უკრაინამ რუსეთს შესთავაზა, ხელი მოეწეროს მინსკის მოლაპარაკებების გრაფიკის იმპლემენტაციას და დღეიდან შეწყდეს ცეცხლი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინული მხარე დარწმუნებულია, რომ ეს ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და უზრუნველყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას.

"უკრაინა სრულად ასრულებს მინსკის მოლაპარაკებებს და უკვე ოთხი თვეა ელოდება მათ შესრულებას რუსეთისა და "ბოევიკების" მხრიდან", - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო