უკრაინაში გარდაცვლილ თამაზ სუხიაშვილს საქართველოში სავარაუდოდ 4 დღეში გადმოასვენებენ

უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მებრძოლს თამაზ სუხიაშვილს საქართველოში სავარაუდოდ 4 დღეში გადმოასვენებენ. გარდაცვლილის ბიძის, ბონდო ტაბატაძის განცხადებით, გარდაცვლილი შემთხვევის ადგილიდან უკვე გადაასვენეს სამხედრო ბაზაზე და აუცილებელი პროცედურების დასრულების შემდეგ მოხდება მისი ცხედრის საქართველოში გადმოსვენება.

სოფელ ცხრამუხაში გარდაცვლილი მებრძოლის ოჯახში დილიდან იკრიბებიან მისი ნათესავები და თანასოფლელები. თამაზ სუხიაშვილის დედის ლალი სუხიაშვილის განცხადებით, თამაზმა სამი თვის წინ საკუთარი პატაკის საფუძველზე დატოვა შს სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი და უკრაინაში გაემგზავრა.

"ბუნებრივია, ვცდილობდი წინააღმდეგობა გამეწია ჩემი შვილისთვის, თუმცა თამაზი ყოველთვის განსაკუთრებული პატრიოტული სულისკვეთებით გამოირჩეოდა და თქვა, რომ უკრაინაში იმყოფებოდნენ მისი მეგობრები, თანამებრძოლები და ამიტომ გამგზავრებას აუცილებლად თვლიდა", - განაცხადა ლალი სუხიაშვილმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის მაღალი ანაზღაურების დაპირებასთან დაკავშირებით, თამაზ სუხიაშვილის დედა აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესებამება და არანაირ მაღალ ანაზღაურებას მის შვილს არ დაპირებიან და ისე დაწერა პატაკი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს