ბერლინში ქართული ღვინის გალერეა გაიხსნა

ბერლინში ქართული ღვინის პირველი გალერეა გაიხსნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ბერლინში საერთაშორისო გამოფენის "მწვანე კვირეულის" მიმდინარეობის პარალელურად, სადაც ქართული პროდუქციაც იყო წარმოდგენილი, ბერლინში ქართული ღვინის გალერეა გაიხსნა.

სამინისტროს ინფორმაციით, გალერეის გახსნის ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციაში ლადო ჭანტურია და ქართული დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. ქართული ღვინის გალერეა კომპანია "ტიბანელმა" გახსნა, რომელიც 2008 წლიდან გერმანიაში ქართული ღვინის ექსპორტს ახორციელებს.

"გალერეაში, რომელიც ბერლინის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე Savini platz-ზე მდებარეობს, მხოლოდ ქართული დასახელების ღვინო, ჭაჭა და ბრენდი იქნება წარმოდგენილი. პირველ ეტაპზე ღვინის გალერეაში კომპანიების - "მეღვინეობა გრანელი", "ასკანელი", "ტყუპების ღვინის მარანი", "ყვარლის სარდაფი", "ალავერდის ღვინოები" - 25 დასახელების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. გალერეაში ქართველი ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც გაიმართება", - აცხადებენ სამინისტროში.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ ქართული პროდუქციის პოპულარიზაცის ხელშეწყობა უფრო მეტად მნიშვნელოვანია.

მისივე განცხადებით, ქართული ღვინის გალერეის გახსნა ბერლინში სწორედ ქართული პროდუქციის მიმართ ცნობადობის გაზრდას და ინტერესის გაღრმავებას ემსახურება. ევროპის ბაზარზე ქართული ღვინო კიდევ უფრო მოთხოვნადი ხდება და ეს ფაქტიც ამის ნათელი დადასტურებაა.

სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ღვინის გალერეის ერთ-ერთი მფლობელი მიხაილ ქეცნა აღნიშნავს, რომ ბერლინში პირველი ქართული ღვინის გალერეა გახსნა ქართული ღვინის სიყვარულმა გადააწყვეტინა.

"ქართულ ღვინოს დიდი ხანია ვიცნობ და ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საფერავის ჯიშის ღვინო. ჩემს ორ პარტნიორთან ერთად დავგეგმე ეს პროექტი და იმედი გვაქვს, რომ წარმატებული იქნება და ქართულ ღვინის გერმანელ თაყვანისმცელემელთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება", - აღნიშნა მიხაილ ქეცნამ.

ღვინის გალერეის გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის