იური ვაზაგაშვილი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა

კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი გარდაიცვალა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კასპის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა განუცხადა.

შემთხვევა დღეს მოხდა. აფეთქების შესახებ ორი ვერსია ვრცელდება. ადგილობრივების ინფორმაციით, ვაზაგაშვილმა თავი აიფეთქა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერიტორია დანაღმული იყო და აფეთქება ამის შედეგად მოხდა.

იური ვაზაგაშვილის შვილი, ზურაბ ვაზაგაშვილი კორტებთან 2006 წლის 2 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციას ემსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო: იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე აფეთქებას ემსხვერპლა - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა