დამოუკიდებელი ექსპერტი - გამოძიებისთვის მთავარია დადგინდეს, თუ რა პირობებში მოხდა ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქება

ამ ეტაპზე გამოძიებისთვის მთავარია დადგინდეს, თუ რა პირობებში მოხდა ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქება, - განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით დამოუკიდებელმა ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ექსპერტიზა ასაფეთქებელ მოწყობილობაზე და წინასწარ საუბარი დეტალებზე არ იქნება მართებული.

ალთუნაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ იმის დადასტურება არის შესაძლებელი, რომ შემთხვევის ადგილზე დისტანციური მართვის თანმხლები მექანიზმი აღმოჩენილი არ არის. მისივე თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ფიზიკური ზემოქმედების შედეგად მოვიდა მოქმედებაში.

ექსპერტმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, თუ ვის მიუწვდება ხელი მსგავსი ტიპის ასაფეთქებელ მოწყობილობაზე, განაცხადა, რომ მისი შოვნა რთულია, თუმცა შესაძლებელია შავ ბაზარზე.

"მისი შოვნა შესაძლებელია შავ ბაზარზე და იგივე თანხა დაჯდება, რაც მაგალითად ცეცხლსასროლი იარაღი", - განაცხადა ექსპერტმა.

მისივე თქმით, შეიარაღებულ ძალებში ამ ტიპის ასაფეთქებელ მასალას, მოწყობილობას საბრძოლო მოქმედებების დროს გამოიყენებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა