ალექსი პეტრიაშვილი - იური ვაზაგაშვილის მკვლელობის უსწრაფესად გამოძიება მთელი ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხია

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის უსწრაფესად გამოძიება და დამნაშავეების დასჯა მთელი ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხია, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ალექსი პეტრიაშვილმა მწუხარება გამოთქვა იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო.

"მინდა მწუხარება გამოვხატო ამ შემზარავი მკვლელობის შედეგად დაღუპული მართლაც ძალიან ღირსეული ადამიანის, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

რაც შეეხება პროკურატურის საქმიანობას, ალექსი პეტრიაშვილის თქმით, ამ უწყების საქმიანობა მას არაერთხელ შეუფასებია.

"რაც შეეხება პროკურატურის საქმიანობას, ზოგადად მათ საქმიანობაზე მე ჩემი შეფასება არაერთხელ გამიხმოვანებია, მაგრამ ეს უკვე კონკრეტულად პროკურატურის კი არა, მთელი ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხია. მართლაც ამ მკვლელობის, პირდაპირ ვიტყვი, ტერორისტული აქტის უსწრაფესად გამოძიება და დამნაშავეების დასჯა, საზოგადოების, პოლიტიკური სპქეტრის, თითოეული ჩვენგანის მოთხოვნაა, რომ ეს უმოკლეს დროში იყოს გამოძიებული", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო