არასამთავრობოებმა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტი გააპროტესტეს

ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან აქცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტი გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ქვეყანაში მძიმე ვითარებაა და შესაძლებელია არსებული ვითარების მსხვერპლი ნებისმიერი მათაგნი აღმოჩნდეს.

"შეიძლება მეც მომკლან ხვალ, რადგან დაუცველ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ის რაც რამდენიმე დღის წინ კასპში მოხდა, როგორც ხელისუფლების, ასევე მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა. მოვითხოვთ, სასწრაფოდ მოხდეს საქმის გამოძიება და დადგინდეს, ვის მიერ იქნა შესრულებული ეს მკვლელობა", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო