დონეცკში სეპარატისტების მიერ გახსნილ ცეცხლს ბავშვი ემსხვერპლა

დონეცკში, მარინკის რაიონში, სეპარატისტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, ერთი ბავშვი დაიღუპა, მისი ოჯახის ორი წევრი კი დაიჭრა.

ადგილობრივი მილიციის წარმომადგენლის ვიაჩესლავ აბროსკინის განცხადებით, საცხოვრებელი სახლისთვის ჭურვის მოხვედრის შედეგად, დაიღუპა 9 წლის ბიჭი, მისი 14 წლის ძმა და ბებია კი დაიჭრნენ.

სეპარატისტების მიერ ცეცხლის გახსნას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა დონეცკის ოლქის ქალაქ დებალცევოშიც, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

აღმოსავლეთ უკრაინაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ვითარება უკიდურესად დაძაბული რჩება.

უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, "ბოევიკები" აგრძელებენ ძალთა გადაჯგუფებას და ჯავშანტექნიკის უკრაინელი სამხედროების პოზიციებთან მიახლოებას.

დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, ალჩევსკასა და პერვომაისკას რაიონებში, სეპარატისტებმა ცოცხალი ძალისა და შეიარაღების კონცენტრირება მოახდინეს, დაფიქსირდა სულ მცირე 30 ერთეული ტექნიკის გადაადგილება.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე