ლუგანსკის მახლობლად "ბოევიკებმა" მოხუცთა თავშესაფარი დაბომბეს

ლუგანსკის მახლობლად "ბოევიკებმა" საცხოვრებელი სახლები და მოხუცთა თავშესაფარი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გენადი მოსკალი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ბოევიკებმა ლუგანკის მახლობლად, სოფელ ვალუისკოეზე იერიში "გრადის" ტიპის შეიარაღებიდან და არტილერიიდან მიიტანეს.

"დაზიანდა 7 კერძო სახლი. ერთი ჭურვი მოხუცთა თავშესაფარ "ნადეჟდას" შენობასაც მოხვდა, სადაც 60 ადამიანი იმყოფება. შენობის ფანჯრები და კარები ჩამსხვრეულია. მოხუცები კი სროლის შემდეგ შოკურ მდგომარეობაში არიან", - აცხადებს მოსკალი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს