ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი კიევთან მოლაპარაკებებს წყვეტს

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის ალექსანდრე ზახარჩენკოს განცხადებით, კიევთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მცდელობას ადგილი აღარ ექნება.

"ადგილი აღარ ექნება არანაირ ზავს, არანაირ როტაციას. ჩვენ მოვახდენთ ტყვეების გაცვლას, რადგან ჩვენი ტყვედ ჩავარდნილი ბიჭები უნდა დავიბრუნოთ", - განაცხადა ალექსანდრე ზახარჩენკომ.

მისივე განცხადებით, ბრძოლას გააგრძელებენ, ვიდრე დონეცკის ოლქის საზღვრამდე არ გავლენ.

"თუ დონეცკს რომელიმე დასახლებული პუნქტიდან დაემუქრება საფრთხე, ამ საფრთხეს გავანადგურებთ", - აღნიშნა ე.წ.დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს