ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის ბრძანებით, სახლებს ჩამოართმევენ მათ, ვინც "რესპუბლიკას" დატოვებს

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის, ალექსანდრე ზახარჩენკოს ბრძანებით, სახლებს ჩამოართმევენ მათ, ვინც "რესპუბლიკას" დატოვებს.

ამის შესახებ მან ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასწავლო დაწესებულებების ლექტორებთან შეხვედრისას განაცხადა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ალექსანდრე ზახარჩენკომ ასევე განკარგულება გასცა, მიაწოდონ იმ ადამიანების სია, ვინც "რესპუბლიკა" დატოვა.

"ჩვენ გვყავს მებრძოლები, ლტოლვილები, რომელთაც სჭირდებათ საცხოვრებელი", - განაცხადა ალექსანდრე ზახარჩენკომ.

დღესვე, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებები აღარ გაიმართება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს