გიორგი ცაგარეიშვილი - ახლა ლოგიკური იქნება პრემიერმა შსს-ს რეორგანიზაცია გამოაცხადოს

ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლის, გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, ახლა ლოგიკური იქნება პრემიერმა თავისი დანაპირები სისრულეში მოიყვანოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაცია გამოაცხადოს.

როგორც ჟურნალისტებს ცაგარეიშვილმა განუცხადა, თუკი შსს-ს რეორგანიზაცია მართლაც იგეგმება, ახალი მინისტრი არ უნდა დაინიშნოს და ვახტანგ გომელაურმა მინისტრის მოვალეობა უწყების გაყოფამდე შეასრულოს.

"არასერიოზული იქნება, თუკი ისევ დროებით შინაგან საქმეთა მინისტრს მივიღებთ - დანიშნულს რამდენიმე თვით. ამიტომ ვფიქრობ, ბატონმა გომელაურმა მინისტრის მოვალეობა უნდა შეასრულოს. ის ჩვენი თანამებრძოლი იყო და მასთან დაკავშირებით იმ სახის კითხვები არ დაისმება, რაც მის წინამორბედთან დაკავშირებით ისმოდა. თავი და თავი ამ განუკითხაობის დევს იმაში, რომ სამწუხაროდ, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს დაავიწყდათ უმთავრესი დაპირება - სამართლიანობის აღდგენა. ამ კადრებითა და სისტემით ვერავითარი სამართლიანობა ვერ აღდგება, ჩადენილ უსამართლობას კი კიდევ უფრო დიდი უსამართლობები დაემატება", - აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო