უკრაინამ "ბოევიკების" მიერ მარიუპოლის დაბომბვას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა

უკრაინის აღმოსავლეთით, "ბოევიკების" მიერ მარიუპოლის დაბომბვას უკრაინულმა მხარემ ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.

დონეცკის ოლქის პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" "ბოევიკებმა" ცეცხლი გაუხსნეს მარიუპოლის დასახლებულ კვარტალს მაშინ, როცა ზუსტად იცოდნენ, რომ ამ კვარტლებში უკრაინელი სამხედროები არ იყვნენ.

"ბოევიკების" მიერ დღეს დილით განხორციელებულ შეტევას მარიუპოლში სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საკოლმეურნეო ბაზარი.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს