ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტში ვაზაგაშვილების საქმეებზე პროკურატურის წარმომადგენლების მიწვევა მოითხოვა

ზურაბ და იური ვაზაგაშვილების საქმეების გამოძიების თაობაზე მთავარი პროკურატურის წარმომადგენლების პარლამენტში მოწვევისა და ამ თემაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დახურული სხდომის გამართვის საკითხი დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დასვა.

ქუცნაშვილის ინიციატივა მასსა და კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს შორის კამათის საგნად იქცა.

როგორც ქუცნაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სამართალდამცავებმა უნდა გასცენ პასუხი კითხვას, ხომ არ იყო ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიების გაჭიანურების მიზეზი ის, რომ ადგილი ჰქონდა დამნაშავეებზე ხელის დაფარებას. მისი თქმით, სამართლებრივად ერთმანეთთან არის დაკავშირებული ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, ამ გამოძიებისათვის ხელის შეშლა და იური ვაზაგაშვილის მკვლელობა.

ქუცნაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა, განახორციელოს კომიტეტის წინა კვირის გადაწყვეტილება და მომავალ კვირას – ორშაბათს ან სამშაბათს, პროკურატურის წარმომადგენლების მონაწილეობით კომიტეტის დახურული სხდომა გამართოს.

როგორც ხმალაძემ განმარტა, სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი პირებისგან განსხვავებით, რომელთა არჩევა-დამტკიცების პროცესში პარლამენტი მონაწილეობს, პროკურატურასთან მიმართებით საპარლამენტო კონტროლი შეზღუდულია და თავად მთავარ პროკურორზეა დამოკიდებული, ისურვებს თუ არა კომიტეტის სხდომაზე მოსვლას და მოხსენების გაკეთებას. ამასთან, ხმალაძემ კოლეგებს აცნობა, რომ ის ამ თემაზე მთავარი პროკურატურის მესვეურებს ესაუბრა.

"გასულ კვირას, ჩვენს მოთხოვნაზე კორტებთან მომხდარი სპეცოპერაციის გამოძიების მდგომარეობის შესახებ, ითქვა, რომ უახლოეს ათ დღეში საქმე დასრულებული იქნება და წარდგენილი იქნება საბრალდებო დასკვა. რაც შეეხება იური ვაზაგაშვილის მკვლელობას, ითქვა, რომ მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები და გამოძიების მასალები წარმოდგენილი ვერ იქნება. ვეთანხმები, რომ ამ ეტაპზე რაიმე ინფორმაციის მოცემა გამოძიების მხრიდან, სწორი არ იქნება. ჩავიხედოთ კანონში რისი უფლება აქვს მთავარ პროკურორს და პარლამენტს", - მიმართა კომიტეტის წევრებს ხმალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს