"ნორმანდიული ოთხეული"  რამდენიმე პირობაზე შეთანხმებას ცდილობს

მინსკში, უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ძირითადი პუნქტების შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პეტრო პოროშენკო, ვლადიმერ პუტინი, ფრანსუა ოლანდი და ანგელა მერკელი შემდეგ პირობებზე ცდილობენ შეთანხმების მიღწევას: 1. უკრაინას სურს აღმოსავლეთ რეგიონში სადემარკაციო ხაზი დარჩეს ისე, როგორც მხარეებმა სექტემბერში შეათანხმეს. რუსეთს კი სურს ახალი ხაზის გავლება და ამბოხებულებისთვის იმ ტერიტორიის მიკუთვნება, რაც მათ ბოლო თვეების განმავლობაში დაიკავეს. 2. რუსეთი აცხადებს, რომ მისი სამხედროები და არტილერია აღმოსავლეთ უკრაინაში არ არის, უკრაინა კი მას ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. 3. უკრაინას სურს აღადგინოს კონტროლი რუსეთთან საზღვარზე, იმისათვის რომ გააკონტროლოს რუსეთიდან მებრძოლებისა და იარაღის შედინების პროცესი, მოსკოვი კი აცხადებს, რომ ეს საკითხი ამბოხებულებმა უნდა გადაწყვიტონ. 4. უკრაინა აცხადებს, რომ მას შეუძლია სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს უფრო მეტი უფლება მისცეს უკრაინის კანონდებლობის მიხედვით, რუსეთი კი ამის გარანტიებს ითხოვს და კიევს მოუწოდებს იზრუნოს აღმოსავლეთ რეგიონის ფინანსური ბლოკადის მოხსნაზე.

მინსკში "ნორმანდიულ ოთხეულს" შორის მოლაპარაკებები უკვე 12 საათზე მეტია მიმდინარეობს. უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის პრეზიდენტები უკრაინის კონფლიქტის აღმოფხვრის გზებზე მსჯელობენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს