მინსკში "ნორმანდიულ ოთხეულს" შორის შეხვედრა დასრულდა

მინსკში "ნორმანდიულ ოთხეულს" შორის შეხვედრა დასრულდა. უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა მოლაპარაკებების ოთახი უკვე დატოვეს. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, მალე საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ასევე, მხარეებს შორის შეთანხმებულ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიალიც გაიმართება.

როგორც უკრაინული მედია იტყობინება, დოკუმენტი 14 თებერვლიდან ცეცხლის შეწყვეტას, სამხედრო ტექნიკის აღმოსავლეთ უკრაინიდან გაყვანას და უსაფრთხოების ზონის შექმნას მოიცავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო