დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული  ლიდერები მინსკში შემუშავებულ დოკუმენტზე  ხელს არ აწერენ

მინსკში "ნორმანდიული ოთხეულის" მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე ხელის მოწერაზე დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულმა ლიდერებმა უარი განაცხადეს, - ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

შეთანხმება, რომელიც 14 თებერვლიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, სამხედრო ტექნიკის გაყვანას და უსაფრთხოების ზონის შექმნას ითვალისწინებს, 14-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა შეიმუშავეს, თუმცა, გავრცელებული ცნობით, რუსეთი გარკვეულ პირობებს არ თანხმდება.

ოთხ ლიდერს შორის შეხვედრა გუშინ საღამოს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. პერიოდულად ანგელა მერკელი და ფრანსუა ოლანდი ვლადიმერ პუტინთან მარტო რჩებიან და მის დარწმუნებას ცდილობენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა