უკრაინულმა მედიამ მინსკში მიღებული დოკუმენტის სრული ტექსტი გამოაქვეყნა

უკრაინული მედია მინსკში მიღწეული შეთანხმების სრულ ტექსტს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლი 15 თებერვლის 00:00 საათზე უნდა შეწყდეს. შეთანხმება ასევე შემდეგ ძირითად პუნქტებს მოიცავს:

- დონბასიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანა არაუგვიანეს დღეს უნდა დაიწყოს და მაქსიმუმ 14 დღეში დასრულდეს;

- მძიმე არტილერიის გაყვანისათვის დონბასში უნდა შეიქმნას 50-დან 140 კილომეტრამდე სიგრძის უსაფრთხოების ზონა;

- არტილერიის გაყვანისა და ცეცხლის შეწყვეტის პროცესს პირველივე დღიდან მონიტორინგი უნდა გაუწიოს ეუთო-მ;

- დონეცკსა და ლუგანსკში განვითარებულ მოვლენებთან კავშირში მყოფი ყველა დაკავებული ადამიანი უნდა გათავისუფლდეს;

- ცეცხლის შეწყვეტის პირველივე დღეს უნდა დაიწყოს დიალოგი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შესახებ;

- ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს უკრაინის მთავრობის მიერ დონბასში მდებარე სახელმწიფო საზღვარზე კონტროლის აღდგენის პროცესი;

- უკრაინაში საკონსტიტუციო რეფორმა უნდა დასრულდეს 2015 წლის ბოლომდე;

- უკრაინის ტერიტორიიდან ეუთო-ს დაკვირვებით უნდა გაიყვანონ უცხოური სამხედრო ტექნიკა, იარაღი და მებრძოლები;

- დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეული რაიონებისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების შესახებ კანონი უნდა მიიღონ;

- დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეული რაიონების განსაკუთრებული სტატუსი უნდა ითვალისწინებდეს ენობრივ განსაზღვრებას და სატრანსპორტო თანამშრომლობას რუსეთის რეგიონებთან;

- დონბასის ადგილობრივმა მთავრობამ უნდა მიიღოს მონაწილეობა რეგიონული პროკურორებისა და მოსამართლეების შერჩევის პროცესში.

რუსეთის, უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა მინსკში აღნიშნულ შეთანხმებას თითქმის 16-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე