"ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრა შესაძლოა, კიდევ ერთხელ გაიმართოს

"ნორმანდიული ოთხეულის" ლიდერების შეხვედრა შესაძლოა, რამდენიმე კვირის შემდეგ კიდევ ერთხელ გაიმართოს. ამის შესახებ "ლიგა.ნეტის" ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაგეგმილია ოთხი ქვეყნის პრეზიდენტს შორის სატელეფონო კონფერენციაც. "თუ კვირას, 00:00 საათზე აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლი შეწყდება, მაშინ ჩვენ შესაძლოა, მხოლოდ სატელეფონო საუბარს დავჯერდეთ და განვიხილოთ შექმნილი ვითარება, თუ რა შესრულდა და რა - არა", - განაცხადა ოლანდმა.

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მინსკში გუშინ მიღწეული შეთანხმება "ევროპისთვის ნუგეშის, ხოლო უკრაინისთვის იმედისმომცემია".

მინსკში მიღწეული შეთანხმების თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლი 15 თებერვლის 00:00 საათზე უნდა შეწყდეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს