იაშარ იუსუპოვი - გამოძიება მიდის იქითკენ, რომ მომხდარია მკვლელობა

რაულ იუსუპოვის მამის, იაშარ იუსუპოვის განცხადებით, მისი შვილისა და ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით შეურაცხმყოფელი ინფორმაციების გავრცელება მათ დაკრძალვამდე დაიწყეს.

იუსუპოვის ვარაუდით, საქმის კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს და გამოძიება მიდის იქითკენ, რომ მომხდარია მკვლელობა.

"რაული ზურაბ ჟვანიას დაკრძალვამდე ერთი დღით ადრე დავკრძალეთ. მე რომ ჩამოვედი და სამების საკათედრო ტაძარში მივედი, სანამ გამოვიდოდი, მძღოლს მიაწოდეს ინფორმაცია... რამდენიმე ადამიანი, რომელიც ტრიალებდა შორიახლოს, მოგროვდნენ ერთად და დაიწყეს ხმამაღალი საუბარი იმ ბინძური და ჩვენი ოჯახების სამარცხვინო ამბების შესახებ. ჯერ არ იყო ჟვანია დაკრძალული და იქ დაიწყო ამ თემაზე საუბარი, იცოდნენ რა, რომ მძღოლი ამ ინფორმაციას მე მომაწვდიდა. ჩვენთვის ახალი არ იყო ეს ინფორმაცია, ეს შეურაცხმყოფელი ფაქტი. ამის შემდეგ რამდენჯერმე ფარული ზარი განხორციელდა ჩემს ტელეფონზე და მეუბნებოდნენ, რომ იცით თუ არა, საბურთალოს #53-ში შენი შვილი და ზურაბ ჟვანია ასე ნახესო. როცა ვინაობას ვეკითხებოდი, მაშინვე მითიშავდნენ. ეს იყო ალბათ, დაგეგმილი და დადგმული სცენარის ნაწილი", - განაცხადა იაშარ იუსუპოვმა გადაცემა "რეაქციის" ეთერში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა