საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ანგარიშით 20:15 პორტუგალია დაამარცხა. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და პორტუგალიის მორაგბეთა ნაკრებებს შორის "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მატჩი გაიმართა.

ქართველმა მორაგბეებმა ანგარიში 57-ე წამზე გახსნეს, ლელოს ავტორი დავით კაჭარავა იყო. საბოლოოდ შეხვედრა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გამარჯვებით ანგარიშით 20:15 დასრულდა.

"ბორჯღალოსნებმა" "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" პირველ მატჩში გერმანიას სტუმრად ანგარიშით 64:8 აჯობეს.

მორიგ შეხვედრას ქართველი მორაგბეები სტუმრად ესპანეთთან 28 თებერვალს გამართავენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია