ელბაქიძის აღმართზე ტრანსპორტის მოძრაობა თებერვლის ბოლოს აღდგება

თბილისში, ელბაქიძის აღმართზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თვის ბოლოს აღდგება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, ავთანდილ სუდაძემ განუცხადა.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით ელბაქიძის აღმართზე საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია.

"კონსტრუქციული ნაწილი გუშინ დავასრულეთ, დაახლოებით 180 კუბურ მეტრამდე ბეტონი ჩავასხით და, შესაბამისად ძირითადი გამაგრებითი სამუშაობი დასრულებულია. ასევე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ქსელების ადგილმდებარეობაში მოქცევა. წყლის, საკანალიზაციო სადრენაჟე მილებზე მიმდინარეობს მუშაობა. უმოკლეს ვადებში, დაახლოებით რამდენიმე დღეში უკვე დასრულდება ეს სამუშაოები და დაიწყება საგზაო საფარის აღდგენა. მიმდინარე თვის ბოლომდე უკვე დასრულებული გვექნება, ანუ მთლიანობაში აღვადგენთ გზას", - განაცხადა სუდაძემ.

მისივე თქმით, ელბაქიძის აღმართზე საგზაო მოძრაობის აღდგენის შემდეგ დაიწყება დასუფთავების სამუშაოები.

თბილისში, ელბაქიძის აღმართზე საავტომობილო გზის ნაწილი 12 იანვარს ჩაინგრა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია