საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემიის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართება

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემიის ორგანიზებით მასტერ კლასის ტიპის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის თემაა "საქონლის პრეფერენციული (შეღავათიანი) და არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატები და მათი გავლენა საბაჟო გადასახდელებზე".

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, ღონისძიება 21 თებერვალს, 13:00 საათზე მოეწყობა. შეხვედრის სპიკერი იქნება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის წარმომადგენელი (საბაჟო კანონმდებლობის ტრეინერ-ექსპერტი) თინათინ მჭედლიშვილი.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემიის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ექსპერტის მიერ განიხილება პრეფერენციული (შეღავათიანი) და არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატების სახეები; საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის მნიშვნელობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას; სერტიფიკატების სტანდარტები და მისი მიღების გზები. სერტიფიკატების შეღავათიანი და კომერციული მიზნებისათვის გამოყენება საბაჟო გაფორმების პროცესში.

მასტერ კლასზე დასწრების შედეგად მონაწილეს საშუალება ექნება დარგის წამყვანი პრაქტიკოსი ექსპერტისაგან მიიღოს სრულფასოვანი ცოდნა და რეკომენდაციები თუ როგორ ისარგებლოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და კონვენციებით შეთავაზებული და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათებით, რაც მნიშვნელოვნად აისახება კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე და შეამცირებს პირის მიმართ წარმოშობილ ფინანსურ საგადასახადო ვალდებულებს.

შეხვედრის მეორე ნაწილში გაიმართება პანელის ტიპის შეხვედრა, რომლის დროსაც მონაწილეებს ინტერაქტიურ რეჟიმში საშუალება ექნებათ დასვან კითხვები თემასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ; მიიღონ კომპეტენტური პასუხები და რეკომენდაციები დარგის ექსპერტისაგან.

დაინტერესების შემთხვევაში რეგისტრაცია შესაძლებელია ქვემოთ მოცემულ ლინკზე: http://academy.gcci.ge/

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის