სახალხო დამცველი თეა წულუკიანს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრები იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს შეხვდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა თემებს, რომელთა წარმომადგენლებიც არიან სახალხო დამცველთან არსებულ საბჭოში გაერთიანებული, განსხვავებული ხასიათის პრობლემები და გადასაჭრელი საკითხები ქონდათ იუსტიციის მინისტრთან განსახილველი.

განხილულ საკითხთა შორის იყო ძველი ტრადიციის მიხედვით, სახლის პირობებში გაჩენილი ბავშვების რეგისტრაციის სირთულეები.

პრობლემების გადაჭრის მიზნით, იუსტიციის მინისტრმა ახალი ინიციატივა გამოთქვა, რომლის თანახმად, დაბადებისა და გარდაცვლილების რეგისტრაცია სოფლის რწმუნებულებს დაევალებათ. ასევე, დაბადების ფაქტების დასადგენად და მოწმობების გადასაცემად, მოეწყობა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელთა გასვლები რეგიონებში.

შეხვედრაზე, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების საქმეში საბჭოს წევრთა მონაწილეობის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

საქართველოში მცხოვრები გერმანული თემის წარმომადგენლები პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ კანონის იმპლემენტაციის საკითხით დაინტერესდნენ.

მინისტრის განცხადებით, განხორციელებული ცვლილებების თანახმად, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა საკომპენსაციო თანხა რამდენჯერმე გაიზარდა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იეზიდური თემის გვარების იდენტიფიცირების პრობლემას და ამ პრობლემის მოგვარების გზებს. რუსეთის იმპერიის მთავრობამ კავკასიაში მცხოვრებ ქურთებს რეგისტრაციისას გვარები შეუცვალა. დღეს ეთნიკურად ქურთი მოსახლეობის ნაწილს თავისი ძველი გვარის აღდგენა სურს, რაც გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ყველა წევრისათვის საინტერესო იყო საქართველოდან სხვა ქვეყნებში წასული და მოქალაქეობაშეწყვეტილი პირებისათვის საკარმიდამო მიწების რეგისტრაციის საკითხი.

მინისტრის განმარტებით, ის შეზღუდვები, რომელიც 2013 წლიდან 2014 წლის დეკემბრამდე მოქმედებდა, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებით, მოხსნილია და ამ ეტაპზე მიწის საკუთრებაში რეგისტრაციის პრობლემა არ არსებობს, თუმცა სამინისტროს მომზადებული აქვს ახალი კანონპროექტი, რომელიც დაარეგულირებს მიწის ფლობის უფლებას საქართველოს მოქალაქეობის არმქონე მემკვიდრეებისათვის, კომლის წევრებისა და ინვესტორებისათვის.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში აღებული ვალდებულების ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ გადაამოწმა ქვეყანაში მაცხოვრებელთა მოქალაქეობის საკითხები და იმ პირებს, რომელთაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ქონდათ მიღებული, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ. ასეთი მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ათასი ადამიანი აღმოჩნდა, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის მკვიდრი, ეროვნებით სომეხი მოქალაქეები. თუმცა, იუსტიციის სამინისტრომ ძირითადად დააკმაყოფილა ბინადრობის უფლების თხოვნის განცხადებები. მინისტრის ცნობით, ბოლო 6 თვის მანძილზე 2357 განმცხადებლიდან 1636 უკვე მიიღო ბინადრობის უფლება, 682 მოთხოვნა განხილვის პროცესშია და მხოლოდ 23 პირს ეთქვა უარი.

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრები და სამინისტროს წარმომადგენლები მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ.

"სახალხო დამცველი ხელს უწყობს საქართველოში მცხოვრებ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს ხელისუფლებასთან დიალოგის წარმართვაში, რათა უშუალოდ პირველი პირებისგან მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

იუსტიციის მინისტრთან გამართული შეხვედრა სწორედ ამ დიდი პროცესის ერთი ნაწილი იყო", - განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის