კომპანია "სილქნეტი" ქვეყნის მასშტაბით ოპტიკური ქსელით დაკაბელების სამუშაოებს განაგრძობს. დღეიდან ზუგდიდსა და რუსთავში მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდება მაღალტექნოლოგიური ინტერნეტ პროდუქტები - ტელეფონი, ინტერნეტი და ტელევიზია.
რუსთავში დაკაბელებული უბნებია: მე-7, მე-8, მე-15, მე-20,21-ე მიკრო რაიონები; შარტავას, ტაშკენტის, ლეონიძის ქუჩები.
ზუგდიდში ოპტიკური სერვისები ხელმისაწვდომია შემდეგ ქუჩებზე: ბუკიას; ქუჯის; ჩიჩუას; კოსტავას, რუსთაველის, ცოტნე დადიანის, ზვიად გამსახურდიას გამზირი, სტალინის, სოხუმის ქუჩა, კონსტანტინე გამსახურდიას,გორის ქუჩა, პეტრიაშვილის, ჩიქოვანის.
მინიმალური პაკეტის სიჩქარე 5 მგბ/წმ-ია. ოპტიკური ქსელის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს 100მგბ/წმ-მდე ინტერნეტ ტრაფიკით და დამატებით ორი სერვისით - „ტურბო ღილაკით“ და „ღამის ექსპრესით“, რაც სურვილის შემთხვევაში დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნას მეტ სიჩქარეზე. ასევე, აბონენტი იღებს ლიცენზირებული ანტივირუსის მომსახურებას სპეციალურ ფასად.
რეგიონებში ამ ეტაპზე ოპტიკური სერვისები ხელმისაწვდომია ქალაქებში: ბათუმი, თელავი, ქუთაისი, გორი, ფოთი, ხაშური, ზესტაფონი.
მომსახურებაში ჩართვა ცხელ ხაზის (032) 2100100 მეშვეობით არის შესაძლებელი ან სილქნეტის სერვის ცენტრებში მისვლით. ინტერნეტ პაკეტებზე დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საიტზე www.silknet.com
(R)