გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამსახურის თანამშრომლებმა, მორიგი პატრულირებისას, გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონოდ ჭრის ფაქტები გამოავლინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კერძოდ, სოფელ ზემო ბოშურის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ მოიჭრა 46 კუბური მეტრი რცხილის, წიფლის, ნაძვის, სოჭის, ფიჭვისა და ბალამწარის ჯიშების საშეშე და სამასალე ხე-ტყე.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენა.
სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.