180-ე საჯარო სკოლაში გამნაღმველები მუშაობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 180-ე საჯარო სკოლაში გამნაღმველები მუშაობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს , პარალელურად მიმდინარეობს იმ პირის ვინაობის იდენტიფიცირება, რომელმაც სკოლაში სატელეფონო ზარი განახორციელა.

"სკოლაში შევიდა ბომბის არსებობის შესახებ სატელეფონო ზარი. ამის შესაბამისად, სამართალდამცველებმა კანონის ფარგლებში მოქმედება დაიწყეს და სკოლიდან მოსწავლეთა და მასწავლებელთა ევაკუაცია მოახდინეს. ახლა ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ. ასევე მიმდინარეობს იმ პირის დადგენა, რომელმაც სატელეფონო შეტყობინება განახორციელა", - აცხადებენ სამინისტროში.

შარშან, შსს-მ შესაბამის კანონში ცვლილებები განახორციელა და ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებული მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა გაამკაცრა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის