საავტომობილო სპორტის ფედერაცია და "AUTO BILD საქართველო" დღეს წლის შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავენ

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის და "AUTO BILD საქართველოს" ორგანიზებით, დღეს წლის შემაჯამებელი საავტომობილო ღონისძიება გაიმართება.

წლის მთავარი საავტომობილო მოვლენის ცენტრი კაჭრეთის "ამბასადორი" იქნება. ღონისძიების თანაორგანიზატორია რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი. ღონისძიების პარტნიორია "ვისოლი", სპონსორი "ბი ფორვარდი".

ღონისძიება ორ თემას მოიცავს: ავტოსპორტში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულთა დაჯილდოება და 2014 წლის საუკეთესო ავტომობილების გამოვლენა.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, "ოქროს საჭე 2014" საქართველოში უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოვიდა. რჩეული ავტომობილებისთვის ხმის მიცემის პროცედურა ვებ-გვერდ WWW.AUTO BILD.GE-ზე მიმდინარეობდა და მასში 30 000-მდე ავტომოყვარულმა მიიღო მონაწილეობა. საუკეთესო ავტომობილების გამოვლენის კამპანიაში სხვადასხვა საავტომობილო დილერები, ავტო ბრენდის ფან კლუბები და გულშემატკივრები იყვნენ ჩართული.

საუკეთესო ავტომობილებისგან განსხვავებით, ცნობილია, გამარჯვებული მრბოლელების ვინაობა. საქართველოს ჩემპიონატში ისინი მთელი წლის განმავლობაში იბრძოდნენ იმ ქულებისთვის, რომელმაც მათი ჩემპიონობა განსაზღვრა. სიურპრიზად რჩება, წლის საუკეთესო მრბოლელის ვინაობა, რომელიც შიდა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის