სპორტის სამინისტრო გურამ მინაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ქართველი კალათბურთელის, გურამ მინაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება სამძიმრის წერილს ავრცელებს, რომელშიც გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს თანაგრძნობს უცხადებს.

"სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მწუხარებით იუწყება, რომ 79 წლის ასაკში გარდაიცვალა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი კალათბურთელი გურამ მინაშვილი და თანაუგრძნობს ოჯახსა და მეგობრებს.

გურამ მინაშვილი 1960 წლის ოლიმპიადის და 1963 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორია, 1957, 1959 და 1963 წლებში სამჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი, 1962 წელს კი, თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი მოიპოვა. იყო სსრკ ჩემპიონი და პირველობის რამდენიმეგზის პრიზიორი.

კარიერის დასრულების შემდეგ გურამ მინაშვილი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრას", - ნათქვამია უწყების წერილში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა