რიჩარდ ნორლანდი - ნემცოვის საზარელი მკვლელობით შეძრწუნებული ვარ

ნემცოვის საზარელი მკვლელობით შეძრწუნებული ვარ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა. მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს მკვლელობის სრულ და დროულ გამოძიებას.

"გავიმეორებ იმ სიტყვებს, რომლებიც პრეზიდენტმა ობამამ და სახელმწიფო მდივანმა ქერიმ თქვეს, ნამდვილად შეძრწუნებული ვარ ამ საზარელი მკვლელობით. ჩვენ მხარს ვუჭერთ სრულ და დროულ გამოძიებას", - განაცხადა ნორლანდმა.

ბორის ნემცოვის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს, მოსკოვში სახაროვის ცენტრში გაიმართება.

პანაშვიდი ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება და 14:00 საათამდე გასტანს. მოკლულ რუს ოპოზიციონერს მოსკოვში, ტროეკუროვსკოეს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში 27 თებერვალს, გვიან ღამით მოკლეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო