ანნა დურიცკაია კიევში დაბრუნდა

უკრაინელი მოდელი, ანნა დურიცკაია, რომელიც რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის მთავარი თვითმხილველია, კიევში დაბრუნდა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. ამ დრომდე ის რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდა, ვინაიდან სამი დღის განმავლობაში 23 წლის უკრაინელი გოგონა რუსი გამომძიებლების კითხვებს პასუხობდა.

დურიცკაიას თქმით, მას ბორის ნემცოვის ეჭვიანობის ნიადაგზე მკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

რუსი ოპოზიციონერი 27 თებერვალს საღამოს კრემლის სიახლოვეს ხიდზე მოკლეს. მას 4 ტყვია ზურგის არეში მოხვდა, რის შედეგადაც იგი ადგილზევე გარდაიცვალა.

ბორის ნემცოვის დაკრძალვის ცერემონიალი დღეს გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა