მირზა გელოვანის ნეშტის საქართველოში ჩამოსვენება  მაისისთვის იგეგმება

საქართველოში პოეტ მირზა გელოვანის ნეშტის ჩამოსვენება იგეგმება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ლიტერატორმა თამაზ ტყემალაძემ განუცხადა, ნაბიჯები გადადგმულია სახელმწიფო, დიპლომატიურ დონეზე. მისივე ინფორმაციით, გადმოსვენების ინიციატორია საქართველოს სახელმწიფო, განსაკუთრებით აქტიურობენ დედაქალაქის საკრებულო და მერია. დარჩენილია იურიდიული პროცედურები.

მისივე ცნობით, თავად პოეტის საფლავს 1979 წელს ბელარუსში, ვიტებსკის ოლქის ბერენკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკიში მიაგნო.

თამაზ ტყემალაძის ცნობით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა სურვილია, რომ მირზა გელოვანის ცხედარი ბელორუსიდან საქართველოში 9 მაისს ჩამოასვენონ. ჯერ უცნობია, სად დაკრძალავენ ნეშტს, თუმცა, ტყემალაძის ინფორმაციით, თიანეთელები მირზა გელოვანის თიანეთში დაკრძალვას ითხოვენ.

მირზა გელოვანი 1917 წლის 2 მარტს, სოფელ ნაქალაქარში დაიბადა. მისი ლექსები 1935 წლიდან იბეჭდებოდა "ჩვენს თაობაში" და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. 1939 წელს წითელ არმიაში გაიწვიეს. აღიარება მოუტანეს ლექსებმა: "თუშის ქალი წყაროზე", "ცხრაკარა", "შავლეგო", "მელოდე", "მთაწმინდიდან სმოლენსკამდე", "იჯექი წყნარად", "მთვარე", "შემოღამება საბადურზე", "მახსოვს", "ხრეშად დაცვივდა სიტყვები"; ასევე აღსანიშნავია ბალადა "აონი", პოემა "შავნაბადა" და სხვა.

მირზა გელოვანი დაიღუპა 1944 წლის ივლისში. დაკრძალულია ბელარუსში, ვიტებსკის ოლქის ბერენკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის