"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ახმეტის რაიონული ორგანიზაცია მუნიციპალიტიეტის გამგეობის მიერ სამი "ჯიპის" მარკის ავტომობილის შესყიდვის საკითხს აპროტესტებს. ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ირაკლი უჯირაულის განცხადებით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტს ათზე მეტი ავტომობილი ემსახურება და ახლის შეძნა, რაიონში არსებული მძიმე, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის ფონზე, გაუმართლებელია.
"იმ დროს, როდესაც მუნიციპალიტეტის გამგეობა სოციალურად დაუცველ მოსახლეობის ნაწილს უარს ეუბნება უფასო კვებაზე, ზედმეტად მიგვაჩნია 36 000 ლარის დახარჯვა საკუთარი კეთილდღეობის და ფუფუნების შესაქმნელად. თითოეული ავტომობილის შეძენა კი ზედმეტ ხარჯებს გამოიწვევს. მთლაინობაში, ამ მანქანების შენახვა მუნიციპალიტეტს ათობით ათასი ლარი დაუჯდება" , - აუცხადებს უჯირაული.
ამ დროისთვის გამგებლის, ბექა ბაიდაურის სარგებლობაშია "ტოიოტა კამრი" და "ლექსუს" CX470. ამის გარდა, ორ - ორი მანქანით სარგებლობენ გამგებლის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე და გამგეობის სამსახურის უფროსები. მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომობილების შენახვის ხარჯი წლიურად 150 000 ლარს აღემატება.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბექა ბაიდაურის განცხადებით კი, გამგეობა ავტოპარკის განახლებას ძველი "ნივების" რეალიზაციიდან მიღებული ფულით აპირებს. " სწორედ ეს არის ქამრების შემოჭერა, როდესაც ძველ მანქანების შეკეთებაზე უარი ვთქვით, რადგან ხარჯები შეგვემცირებინა. ამ დროისთვის, გამგეობის ბალანსზე 3 მანქანა გვაქვს და ავტოპარკი თუ არ განვაახლეთ, მუშაობა შუძლებელი იქნება", - განუცხადა ჟურნალისტებს ბექა ბაიდაურმა.