გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს, მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, თიანეთში, ტყის ფონდის ტერიტორიაზე პატრულირების დროს ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი აღმოაჩინეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოსა და ბუნებრივი რესურსები დაცვის სამინისტროდან აცნობეს, გამოვლენილია ასევე, ფარულად ტრანსპორტირების მცდელობის შემთხვევაც. კერძოდ, სოფელ მელიასხევის მცხოვრებს მის კუთვნილ სატვირთო ავტომანქანის ძარაზე 15 კუბური მეტრი რცხილის ჯიშის ხე-ტყე ფარულად გადატანის მიზნით თივის ქვეშ ჰქონდა დამალული.
სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ავტომანქანა დაილუქა და გადაყვანილი იქნა შსს პოლიციის ხევსოფლის განყოფილებაში. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.