გარდაიცვალა მსახიობი ოთარ კობერიძე

მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვმს და განცხადებას ავრცელებს. 

ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე დაიბადა 1924 წლის 17 დეკემბერს. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ჯერ სოხუმის დრამატულ თეატრში, ხოლო შემდეგ მარჯანიშვილის აკადემიურ თეატრში მუშაობდა.

საქართველოს სახალხო არტისტი 1956 წლიდან კინოსტუდია "ქართულ ფილმის" მსახიობი და რეჟისორია. შესრულებული აქვს 50-ზე მეტი როლი. როგორც რეჟისორს გადაღებული აქვს ათამდე ფილმი, სამი ფილმისთვის კი სცენარი თავად დაწერა.

"ბაში აჩუკი", "მამულქი", "ქალის ტვირთი", "სხვისი შვილები", "დღე უკანასკნელი, დღე პირველი", "გენერალი და ზიზილები", "ზღვის შვილები", "დათა თუთაშხია", ანთიმოზ ივერიელი", "ალადინის ჯადოსნური ლამპარი", "პატარა უფლისწული" – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც მსახიობმა მონაწილეობა მიიღო.

სხვადასხვა წლებში ოთარ კობერიძეს მიღებული აქვს პრიზები და წოდებები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, საქართველოს სახალხო არტისტის, აფხაზეთის სახალხო არტისტის წოდება. 2002 წელს გახდა მემედ აბაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი.

მსახიობს 12 მარტს დაკრძალავენ, გამოსვენება 12 მარტს დიდუბის ეკლესიიდან მოხდება.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის