ბორჯომის მუნიციპალიტეტში მედიაპროექტ "ეტალონში" მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტში შემავალი 11 საჯარო სკოლის 53-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროექტის მონაწილეების საბოლოოდ გამოსავლენად 2 შესარჩევი ტურის ჩატარება გახდა საჭირო, რომლის შედეგად გამოვლინდა 10 ძირითადი და 2 სათადარიგო მოთამაშე.
მედიაპროექტ "ეტალონში" მონაწილეობას მიიღებენ: ნინო სტეფნაძე, ლევან ზაჩიძე, თემურ მაღლაკელიძე, ინნა ბუძიევა, ვატო სორდია, სონა სამსონაშვილი, ანა ჩიტაშვილი, მარიამ ივანიძე, გიორგი გოგოლაძე, ტიგრან ტონოიანი, ლიკა სტეფნაძე (სათადარიგო), სოფო ბუხრიკიძე (სათადარიგო).
"ეტალონის" შესარჩევი ტური ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ფერაძის, ასევე ბორჯომის საგანმანათლებლო რესურცენტრის თანადგომით გაიმართა.
გამარჯვებული მოსწავლეები, საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" მედიაპროექტ "ეტალონში" ქალაქ ბორჯომის სახელით, 5 აპრილს, პირველად მიიღებენ მონაწილეობას.