თბილისისთვის  ჰიბრიდული ავტობუსების შეძენა იგეგმება

იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი გრანტის ნაწილით თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ჰიბრიდული (ელექტრო) ავტობუსების შეძენა იგეგმება.

საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის დღეს გაფორმდა შეთანხმება 500 მილიონი იაპონური იენის (დაახლოებით, 4,2 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის არასაპროექტო გრანტის გამოყოფის თაობაზე. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ტოშიო კატიანიმ. ხელმოწერის ცერემონიას თბილისის მერი დავით ნარმანია, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი სომხიშვილი დაესწრნენ.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტი მოხმარდება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათ შორის ავტოტრანსპორტის შეძენას ითვალისწინებს.

"აღნიშნული თანხით შეძენილი იქნება იაპონური ტექნოლოგიები, რომელიც საქართველოში დაინერგება", - განაცხადა ხადურმა.

თავის მხრივ, იაპონიის ელჩმა განაცხადა, რომ მოხარულია იმით, რომ ფინანსთა მინისტრთან ერთად ხელი მოაწერა გარემოს დაცვის სფეროში არასაპროექტო არასაგრანტო დახმარებას.

"საქართველო და იაპონია მეგობრული ქვეყნებია და მოხარული ვარ, რომ იაპონია ამ დახმარებას აგრძელებს. გარემოს დაცვა საქართველოსთვის და იაპონიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ელჩმა და იმედი გამოთქვა, რომ ეს ხელშეკრულება იაპონიასა და საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს.

ხელმოწერის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ და აღნიშნულ პროექტს მნიშვნელოვანი უწოდა.

"ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მწვანე ქალაქისა და გონიერი ქალაქის იდეასთან პირდაპირ შესაბამისობაშია, რომლისკენაც ჩვენ მივდივართ გრძელვადიანი თვალსაზრისით, რათა ქალაქში გამონაბოლქვის მოცულობა შემცირდეს. ეს იქნება გარკვეული პილოტპროექტი, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქში მას შემდეგ, რაც სპეციალისტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რამდენიმე ადგილას ელექტრომობილებით გადაადგილება იქნება შესაძლებელი. როგორც გარემოს დაცვის, ასევე სოციალური თვალსაზრისით და კრიტერიუმით იქნება შეფასებული, თუ რა მიმართულებით და რამდენი ერთეული ასეთი ელექტრომობილი ივლის ქალაქში", - განაცხადა ნარმანიამ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გრანტის ნაწილით იგეგმება თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ახალი თაობის ავტობუსების შეძენა. კერძოდ თბილისის ცენტრალურ ნაწილში არსებულ მარშუტებზე სამოძრაოდ დაინიშნება ჰიბრიდული (ელექტრო) ავტობუსები, გარდა ამისა, ე.წ. მწვანე ტრანსპორტის პოპულარიზაციის მიზნით, ამავე გრანტით იგეგმება ორი მცირე ზომის ელექტრომობილის შეძენა, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გადაეცემა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს