იაპონიაში 2011 წელს ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულებს იხსენებენ

იაპონიაში 2011 წელს ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულებს იხსენებენ. "ბიბისის" ცნობით, ტოკიოში მემორიალური ღონისძიება უკვე გაიმართა, მას იმპერატორი აკიჰიტო და პრემიერ-მინისტრი შინძო აბე დაესწრნენ. დაღუპულთა პატივსაცემად ღონისძიებები ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა 4 წლის წინ 11 მარტს მოხდა, რასაც ცუნამი მოჰყვა. სტიქიის შედეგად 16 000 ადამიანი დაიღუპა. დაახლოებით 2000 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ძლიერი ცუნამის გამო ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუშიმა 1"-ზე ავარია მოხდა, რის გამოც რადიაციის გავრცელების საფრთხე გაჩნდა. "ფუკუშიმა 1"-ზე მომხდარი ავარია 1986 წლის ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ ყველაზე მასშტაბური და ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ინციდენტი იყო.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა