ბიტკოინებით სარგებლობა eMoney-ის მეშვეობით უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომი გახდა

ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან და ინტერნეტმომხმარებელთა რაოდენობის მკვეთრ ზრდასთან ერთად, გაჩნდა ციფრული ვალუტები, რომელთა მეშვეობითაც ვირტუალურ საზოგადოებაში საქონლისა და მომსახურების გაცვლაა შესაძლებელი.

ამერიკასა და ევროპის ბევრ ქვეყანაში უკვე რამდენიმე წელია ინტერნეტმომხმარებელმა ვირტუალური, ე.წ. კრიპტოგრაფიული ვალუტის - ბიტკოინის შესახებ შეიტყო და მისი პოპულარობა სულ უფრო სწრაფად იზრდება. მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად მატულობს ორგანიზაციების რაოდენობა, რომლებიც ჩვეულებრივ ვალუტასთან ერთად, გადახდის საშუალებად ბიტკოინსაც იღებენ.

საქართველოში ადგილობრივი მომხმარებლისთვის ბიტკოინებით სარგებლობა ხელმისაწვდომი ელექტრონული საფულე eMoney-ის მეშვეობით გახდა შესაძლებელი, რომელიც პირველია, ვინც მომხმარებელს ეს სერვისი შესთავაზა.

”მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს ჩვენს ვებ გვერდს - eMoney.ge, გახსნას eMoney-ის საფულე დისტანციურად, რამდენიმე წუთში შეიძინოს სასურველი რაოდენობის ბიტკოინები ჩვენივე ვებგვერდიდან. ბიტკოინების შეძენა შესაძლებელია როგორც ელექტრონული საფულის ბალანსიდან, ასევე ქართული საბანკო ბარათებითა და ლიბერთი ბანკის საბანკო ანგარიშით”, - აღნიშნავს eMoney-ის კომერციული დირექტორი ლევან კობახიძე.

ბიტკოინების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ისიც, რომ ეს ვირტუალური ვალუტა დეცენტრალიზებულია. თუ სხვა ვალუტების გამოშვებას ახორციელებენ სახელმწიფო ცენტრალური ინსტიტუტები, ვირტუალური ვალუტა ბიტკოინი გამყარებულია კომპიუტერული ცენტრების მეშვეობით და მისი შექმნა, საბოლოო ჯამში, რთული კომპიუტერული ალგორითმების ამოხსნით ხორციელდება.

”ეს არის განსხვავებული ვალუტა და თუ ადამიანებს აქვთ იმის შეგრძნება, რომ სხვა ვალუტების კურსი იმართება ცენტრალური ინსტიტუტების მიერ, ბიტკოინის უკან ჯანსაღი ეკონომიკა დგას, სადაც სახელმწიფო მარეგულირებელი ინსტიტუტების ინტერვენცია გამორიცხულია და კურსის ცვალებადობა თავისუფალ ბაზარზე არსებულ მოთხოვნა-მიწოდებაზეა დამოკიდებული”, - აღნიშნავს ლევან კობახიძე.

ბიტკოინის კურსი ძალიან ცვალებადია და შესაძლოა, დღეში რამდენჯერმე, რამდენიმე ათეული დოლარით შეიცვალოს. eMoney-ის ვებგვერდი ბიტკოინების ყოველდღიურ სტატისტიკას გთავაზობთ, სადაც შეგიძლიათ  თვალი ადევნოთ ბიტკოინის კურსის ცვალებადობას.

ზოგადად მსოფლიოში ვირტუალური ვალუტის სხვადასხვა ტიპია გავრცელებული. არსებობს დახურული ტიპის ვალუტები, რომლის ასე ვთქვათ, ნაღდ ფულზე გადაცვლა არ არის შესაძლებელი და მისი გამოყენება თავად დახურულ სისტემაში ხდება; არის ცალმხრივი ვალუტები, რაც იმას გულისხმობს, რომ შესაძლებელია მისი მხოლოდ ყიდვა და უკან ვერ გადმოახურდავებთ; და ბოლოს, არსებობს ორმხრივი ვირტუალური ვალუტები, რომლის ყველაზე წარმატებული წარმომადგენელი სწორედ ბიტკოინია, რომელიც შეგიძლიათ  შეიძინოთ როგორც ნაღდი ფულით, ასევე გადაცვალოთ უკან ნაღდ ფულზე.

ბოლო პერიოდში შეიქმნა უამრავი საინტერესო ვებგვერდი, სადაც საკუთარი ბიტკოინების გამომუშავება შეგიძლიათ (ასე მაგალითად, www.earn-bitcoins.com; www.freebitco.in). დაგროვილი ბიტკოინების განაღდებისთვის კი საჭიროა გადაიტანოთ ბიტკოინები თქვენი eMoney-ის ელექტრონულ საფულეში ელექტრონულად დააკონვერტიროთ ლარში და გაანაღდოთ თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდით. მაგალითად, გადაიტანოთ საბანკო პლასტიკურ ბარათზე, საკუთარ საბანკო ანგარიშზე ან ლიბერთი ბანკის ბანკომატებში.

ბიტკოინი გადახდის ალტერნატიული და საკმაოდ მოსახერხებელი საშუალებაა. ბიტკოინი საერთაშორისო ვალუტაა და შესაბამისად, ბიტკოინით ყიდვის განხორციელება შეგიძლიათ როგორც ამერიკაში, ასევე ევროპის ქვეყნებში ვალუტის გადაცვლის გარეშე.

ლევან კობახიძის თქმით, დაახლოებით ერთ თვეში ბიტკოინების ყიდვა შესაძლებელი იქნება სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდანაც, თუ მოხმარებელს არ აქვს ელექტრონული საფულე eMoney. მისი გახსნა ყიდვის დროს ავტომატურდ მოხდება.

”ახლო მომავალში ასევე ვგეგმავთ, რომ ბიტკოინებით გადახდები, როგორც გადახდის მეთოდი, ქართულ ინტერნეტმაღაზიებსაც გავუჩინოთ. ასე რომ, ძალიან მალე ქართველ მომხმარებელს ექნება საშუალება, ქართულ ინტერნეტ მაღაზიებში მოახდინოს ბიტკოინებით ანგარიშსწორება eMoney-ის მეშვეობით”, - აღნიშნავს ლევან კობახიძე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააკლიკეთ აქ

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო