მედიკამენტებზე ქართულენოვანი ანოტაცია შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისია მუშაობს კანონპროექტზე, რომლითაც წამალზე ანოტაციის ქართულად დატანა სავალდებულო გახდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია აქტიურად მუშაობს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონპროექტზე. დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ შეიცავს მარეგულირებელ ნორმას, რომელითაც შესაძლებელი იქნება ფარმაცევტულ პროდუქტზე წამლის ანოტაცია მომხმარებლისათვის ქართულად იყოს მიწოდებული.

"კანონპროექტის შემუშავება განაპირობა იმ რისკფაქტორება, რომელიც მედიკამენტის ქართულენოვანი ანოტაციის გარეშე რეალიზაცია შეიძლება მოჰყვეს. დღეის მდგომარეობით მომხმარებელს არ აქვს შესაძლებობა, სახელმწიფო ენაზე გაეცნოს ფარმაცევტული პროდუქციის ისეთ ძირითად მახასიათებლებს, როგორიცაა სხვა ფარმაცევტულ პროდუქტთან ურთიერთქმედება, მიღების წესი, დოზირება, შენახვის პირობები, გვერდითი მოვლენები და ა.შ.", - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, კანონპროექტის შემუშავების ვალდებულებას ევროკავშირისა და ევროპარლამენტის დირექტივები ითვალისწინებს, რომელთა მიხედვითაც, წამალს უნდა ერთვოდეს ეროვნულ ენაზე წამლის ანოტაცია. კობახიძემ დასძინა, რომ ამ კვირაში კანონპროექტთან დაკავშირებით საკრებულოში მოხდება კომისიებში მსჯელობა, მომავალი კვირის სამშაბათს კი ფარმაცევტულ მწარმოებელ კომპანიებთან, აფთიაქის ქსელების ხელმძღვანელებთან შეაჯერებენ კანონპრექტს, რის შემდეგაც პარლამენტს გადაეგზავნება განსახილველად.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის