"ბიბლუსი გალერეაში" ჰოლი სმეილის ,,გიკი გოგო" 10 ლარის ნაცვლად 3 ლარად გაიყიდა

"ბიბლუსი გალერეაში" პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში გამოცემული მესამე წიგნი, მსოფლიო ბესტსელერი ჰოლი სმეილის "გიკი გოგო" 10 ლარის ნაცვლად მხოლოდ 3 ლარად გაიყიდა. ჰოლი სმეილის "გიკი გოგო" 15 წლის ჰარიეტ მანერსის თავგადასავლის შესახებ მოგვითხრობს.

აქცია თბილისში, ჭავჭავაძის #7-ში მდებარე "ბიბლუსი გალერეაში" გუშინ 19.00 საათზე დაიწყო. ის ერთი საათით იყო დაგეგმილი. თუმცა წიგნის შეძენის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, ორგანიზატორებმა აქცია იქამდე გააგრძელეს, ვიდრე წიგნი აქციაზე მყოფმა ყველა მსურველმა არ შეიძინა.

როგორც "ბიბლუსი გალერეაში" შეკრებილი საზოგადოება აცხადებდა, მოხარული არიან იმით, რომ წიგნი ქართულად ითარგმნა და მისი შეძენა ხელსაყრელ ფასში არის შესაძლებელი.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გამომცემლობა "პალიტრა L"-ის პროექტების მენეჯერმა თინათინ ფეიქრიშვილმა განაცხადა, იმავე წიგნზე მსგავსი აქცია რამდენიმე დღის წინ გაიმართა ქუთაისში და საკმაოდ წარმატებული იყო. "დღეს "ლიბერთინსის" პროექტის ფარგლებში მესამე წიგნზე მიმდინარეობს აქცია თბილისში. ეს წიგნი არის ჰოლი სმეილის "გიკი გოგო". მოხარულები ვართ, რომ ასობით თინეიჯერი დგას რიგში და ელოდება წიგნის შეძენას. ჩვენ მსგავსი აქცია ჩავატარეთ ქუთაისში, რომელმაც წარმატებით ჩაიარა და მოხარულები ვართ, რომ რეგიონები აქტიურად არიან ჩართულები მსგავს პროექტებში", - აღნიშნა ფეიქრიშვილმა.

მისივე თქმით, მორიგი აქცია იგეგმება აპრილის დასაწყისში და ეს შეეხება ჯეიმზ დაშნერის წიგნის "ლაბირინთში მორბენალის" მეორე ტომს, "ცეცხლით გამოცდას".

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის