ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში შესაძლოა, ე.წ. სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტი დამკვიდრდეს

ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში შესაძლოა ე.წ. სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ინსტიტუტი დამკვიდრდეს.

შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე ინიცირებულია, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მოამზადა.

"ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს" ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, ნებისმიერ პირს, რომელიც არ არის მხარე ან მესამე პირი განსახილველ საქმეში, უფლება აქვს, საქმის არსებით განხილვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე, საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება წარუდგინოს. წერილობითი მოსაზრების წარდგენის მიზანი უნდა იყოს არა საქმეში რომელიმე მონაწილის მხარდაჭერა, არამედ იგი უნდა დაეხმაროს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს განსახილველი საკითხი. თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ წერილობითი მოსაზრება აღნიშნულ მოთხოვნათა დაცვით არ არის შედგენილი, იგი მას არ განიხილავს.

ამასთან, პროექტის გათვალისწინებით, სასამართლო ვალდებული არ არის წერილობით მოსაზრებაში მოყვანილი არგუმენტები გაიზიაროს, თუმცა თუ სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, მას უფლება აქვს "სასამართლოს მეგობრის" მიერ გამოგზავნილი მოსაზრება გამოიყენოს, რომელიც შესაძლებელია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აისახოს.

ამჟამად "სასამართლოს მეგობრის" ფუნქციას სახალხო დამცველის აპარატი სისხლის სამართლისა და საკონსტიტუციო სასამართლეობთან მიმართებით იყენებს. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, დაგეგმილი ცვლილებებით სახალხო დამცველს საშუალება ექნება სასამართლო მეგობრის ინსტიტუტი არა მხოლოდ სისხლის სამართლისა და საკონსტიტუციო სამართლის საქმეებზე, არამედ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებითაც გამოიყენოს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის