ნინო გვენეტაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ  აირჩიეს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძე არჩეულია. გვენეტაძე 88 ხმით ერთხმად აირჩიეს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე პარლამენტის წინაშე ფიცი უნდა დადოს, რაც როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა, შესაძლოა დღესვე მოხდეს.

გვენატაძისთვის კითხვები პლენარულ სხდომაზე არ დაუსვამთ. კანდიდატურის მოსმენა საპარლამენტო კომიტეტებისა და ფრაქციების ფარგლებში გაიმართა. პლენარულ სხდომაზე კი, დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა კანდიდატურის თაობაზე ბიოგრაფიული და პროფესიული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა, თუმცა კანდიდატურასთან დაკავშირებით სესიაზე მსჯელობა არ გამართულა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პარლამენტმა პრეზიდენტის წარდგინებით ათი წლის ვადით აირჩია.

ნინო გვენეტაძემ ამ თანამდებობაზე კონსტანტინე კუბლაშვილი შეცვლა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს