შპს "არადელის" დირექტორი, კერძო საექსპერტო დაწესებულების დირექტორი და ექსპერტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

სამართალდამცველებმა შპს "არადელის" დირექტორი ბიჭიკო ტიტვინიძე, კერძო საექსპერტო დაწესებულების დირექტორი ბაკურ მირიანაშვილი და ექსპერტი გიორგი ლაშხი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, 2013-2014 წლებში ქ. თბილისის დიდუბის, ჩუღურეთის, მთაწმინდის რაიონის გამგეობებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა შპს "არადელის" დამფუძნებელი და დირექტორი ბიჭიკო ტიტვინიძე. ამავე საქმეზე ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია კერძო საექსპერტო დაწესებულების შპს "ახალი საქქალაქმშენპროექტის" დირექტორი ბაკურ მირიანაშვილი და ექსპერტი გიორგი ლაშხი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ შპს "არადელის" დირექტორმა ბიჭიკო ტიტვინიძემ ქ. თბილისის მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში გადახურვის სამუშაოების და სახლების აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების წარმოებისას, გამგეობებისთვის წარდგენილ შესრულებული სამუშაოს აქტებში (ფორმა N2) შეიტანა ყალბი მონაცემები, რითაც ხელოვნურად გაზარდა შესრულებულ სამუშაოთა მოცულობა და ღირებულება და მოტყუებით დაეუფლა ქ. თბილისის გამგეობების კუთვნილ 109 808 ლარს, ხოლო შპს "ახალი საქქალაქმშენპროექტის" დირექტორმა ბაკურ მირიანაშვილმა და მისმა თანამშრომელმა ექსპერტმა გიორგი ლაშხმა შპს "არადელის" შესრულებლ სამუშაოებზე გასცეს ყალბი საექსპერტო დასკვნები, რითაც დაადასტურეს, თითქოსდა შესრულებული სამუშაოს აქტებში (ფორმა N2) დაფიქსირებული სამუშაოს მოცულობები შეესაბამებებოდა ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობებს, რის საფუძველზეც გამგეობამ მშენებელს ჩაურიცხა თანხა მაშინ, როდესაც ეს სამუშაოები არ იყო შესრულებული.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო