სიერა-ლეონეში სამდღიანი კარანტინი გამოცხადდა

სიერა-ლეონეში ებოლას ვირუსის სრულად აღმოფხვრის მიზნით, სამდღიანი კარანტინი გამოცხადდა. "ბიბისის" ცნობით, დაახლოებით 6 მილიონ ადამიანს 72 საათის განმავლობაში სახლში მოუწევს ყოფნა. ამ დროის განმავლობაში მოხალისეები და მედიკოსები ყველა სახლს შეამოწმებენ, იმისათვის, რათა ნახონ არის თუ არა ვინმე კიდევ დაინფიცირებული.

ებოლას მომაკვდინებელი ვირუსის შედეგად ყველაზე მეტად სწორედ სიერა-ლეონე, ლიბერია და გვინეა დაზარალდა.

მსოფლიოს მასშტაბით ვირუსს ბოლო ერთი წლის განმავლობაში 10 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაახლოებით 25 000 კი დაინფიცირდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია