ჯონი გიგანის ვარაუდით, ბესო ხარძიანის მკვლელობა სასამართლო პროცესებს უკავშირდება

ბიზნესმენ ჯონი გიგანის ვარაუდით, ბესო ხარძიანის მკვლელობა სასამართლო პროცესებს უკავშირდება. გადაუდებელი მედიცინის ცენტრში ახლახანს ბიზნესმენი ჯონი გიგანი მივიდა, მან ჟურნალისტებთან მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ჟურნალისტებს კითხვაზე, რას უკავშირებს მომხდარს, ჯონი გიგანმა განაცხადა, რომ როგორც ოჯახი აცხადებს, ეს სასამართლო პროცესებს უკავშირდება.

"ოჯახი როგორც იძახის, მომხდარს სასამართლოებს უკავშირებენ. მეც ასე ვფიქრობ", - განაცხადა გიგანმა.

ბესო ხარძიანი მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით თავის, გულმკერდისა და მუცლის მიდამოში გადაუდებელი მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის