მიხეილ გიორგაძემ რაბათის ციხე და ახალციხის ისტორიული მუზეუმი მოინახულა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ რაბათის ციხე და ახალციხის ისტორიული მუზეუმი მოინახულა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრს მუზეუმის დირექტორმა ციური ლაფაჩმა, ახალციხის მერ გიორგი კოპაძესთან ერთად, მუზეუმში დაცული ექსპონატები დაათვალიერებინა. მათ სამომავლო ერთობლივ პროექტებსა და ინიციატივებზეც ისაუბრეს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი ახალციხეში 1923 წელს დაარსდა, რომლის ბაზაზეც 1937 წელს მხარეთმცდნეობის მუზეუმი გაიხსნა. დღეისათვის მუზეუმის ფონდებში 25 000-ზე მეტი ექსპონატია დაცული.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა