ირაკლი შოთაძე ხარძიანის მკვლელობაზე - ჩვენ უკვე ვიცით, სად ვეძებოთ შესაბამისი მოწმეები და მტკიცებულებები

ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეში პროკურატურას საკმაოდ დიდი ინფორმაცია აქვს მოპოვებული, - ამის შესახებ  მთავარი პროკურორის მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ "მაესტროს" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, განზრახ მკვლელობის საქმეზე ჩატარებულია ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედება, რომელთა შედეგადაც გამოძიებამ დიდი ინფორმაცია მოიპოვა.

შოთაძე არ აკონკრეტებს, დაიბარებენ თუ არა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გია უდესიანსა და ზვიად ჯანყარაშვილს დაკითხვაზე.

"პროკურატურა ამ სისხლის სამართლის საქმეზე ფლობს დიდ ინფორმაციას. ჩვენ უკვე ვიცით, სად უნდა ვეძებოთ შესაბამისი მოწმეები და შესაბამისი მტკიცებულებები. საგამოძიებო მოქმედებები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს", - განაცხადა შოთაძემ.

ამასთან, მთავარი პროკურორის მოადგილე საზოგადოებას, მედიას და გარდაცვლილის ახლობლებს მოთმინებისკენ მოუწოდებს.

"პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ სასტიკი დანაშაულის ჩამდენები დაისაჯონ", - განაცხადა შოთაძემ.

პროკურორის მოადგილე საზოგადოებას მოუწოდებს, "ხარძიანის საქმეზე, გადადოს ქართული მენტალიტეტი და აცნობოს პროკურატურის ცხელ ხაზს ყველაფერი, რაც იცის ამ კონკრეტული შემთხვევის შესახებ".

შოთაძის თქმით, ხარძიანის მკვლელობის საქმეზე პროკურატურის ცხელ ხაზზე ამ დრომდე მხოლოდ ერთმა მოქალაქემ დარეკა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა