ბათუმში, პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში გამოცემული მეოთხე წიგნი, ჯეიმს დაშნერის "ცეცხლით გამოცდა" აქციის ფარგლებში 3 ლარად გაიყიდა.
აქცია მაღაზია "ბიბლუსში" მხოლოდ ერთი საათი გრძელდებოდა. უამინდობის მიუხედავად, ახალგაზრდების მხრიდან მაღალი აქიტივობა დაფიქსირდა.
პროექტ "ლიბერთინსში" გამოცემული მეოთხე წიგნი მსოფლიო ბესთსელერის "ლაბირინთში მორბენალის" გაგრძელებაა, რომელიც 12 ლარის ნაცვლად, 3 ლარად თბილისსა და ბათუმში გუშინ გაიყიდა.
"შენი თაობის არჩევანი" - ასეთია სლოგანი, რომელიც აერთიანებს პროექტ "ლიბერთინსის" წევრ მოზარდებს. თინეიჯერებმა "ცეცხლით გამოცდა" და სხვა ნაწარმოებები, რომელიც მომავალში გამოიცემა, პროექტის ფარგლებში თავად შეარჩიეს.
აღსანიშნავია, რომ წიგნის პირველი ნაწილი, - "ლაბირინთში მორბენალი" რომელიც დეკემბერში გამოიცა, უპრეცენდენტო რაოდენობით გაიყიდა.