საკრებულოს მიწის ლეგალიზაციის კომისიის წევრებმა დასაკანონებელი მიწის ნაკვეთები ადგილზე დაათვალიერეს

დედაქალაქის საკრებულოს მიწის ლეგალიზაციის კომისიის წევრებმა დასაკანონებელი მიწის ნაკვეთები ადგილზე დაათვალიერეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საკრებულოს პრესსამსახურიდან აცნობეს.

კომისიის თავმჯდომარის ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ეს ის მიწის ნაკვეთებია, რომელთა შესახებ განაცხადის დაკმაყოფილება მხოლოდ მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ვერ განხორციელდა და არსებული ვითარების ადგილზე შესწავლა გახდა საჭირო.

"დამატებითი კითხვების შემთხვევაში, კერძოდ, თუ არ დგინდება მიწის ფლობა-სარგებლობა იმ დოკუმეტების მიხედვით, რომლებიც მოქალაქეებს აქვთ წარმოდგენილი, ჩვენ ადგილზე ვეცნობით და ვსწავლობთ ვითარებას.

დღეს სწორედ ასეთ ექვს, სადავო საკითხს შევისწავლით, რის შემდეგაც, მიწის ლეგალიზაციის კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს", - აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში მიწის ლეგალიზაციის კომისია ყოველ ორშაბათს იმართება, სადაც კომისიის წევრები მოქალაქეთა განცხადებებს მათი თანდასწრებით განიხილავენ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის